პაციენტის ისტორია 2 ნაწილი
რეიტინგი:
Გამოქვეყნების თარიღი: 10.02.2021
132

ეხლა ვინც კითხულობთ ამ ამონრიდს ჩემი „დღიურიდან“ მინდა გითხრათ რომ უამრავი მსგავსი ამონარიდი მაქვს წაკითხული ამ რთული პერიოდის დროს. ბევრი დამეხმარა იმ მძიმე წუთების, წამების თუ დღეების გადატანაში. ამიტომ მინდა, რომ მეც დავწერო ჩემი თავგადასავალი, რომ თქვენ ამ ამონარიდის მკითხველს დაგეხმაროთ და იმედის ნაპერწკალი ჩაგინერგოთ. თითქმის ხუთი წელი მოვანდომე იმას რომ დედა გავმხდარიყავი, ამ პერიოდში ძალიან დიდი გამოცდილება შევიძლინე როგორც ექიმის, ასევე მკურნალობის არჩევაში. ძალიან ძნელია როცა გეუბნებიან, რომ არანაირი პრობლემა არ გაქვს არც შენ და არც მეუღლეს მაგრამ ორუსლობა არ დგება. ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ ინვიტრო განაყოფიერებაა. დიდხანს ვებრძოლე ამ იდეას რომ ამერჩია მკურნალობის ეს მეთოდი მაგრამ ბოლოს გავბედე და გავაკეთე. რა თქმა უნდა ამ ეკლიან გზაზე მეუღლის თანადგომის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი, ყველაფერს ეთანხმებოდა რაც მე მინდოდა, ოღონდ კი გამოსულიყო. ამ ხუთ წლის განმავლობაში ბევრი იმედგაცრუება გამოვიარეთ, მაგრამ იმედს ბოლომდე არ ვკარგავდი. ყველაზე მეტად რამაც გადამაწყვეტინა ინვიტროს გაკეთბა ქალბატონ ნანა ჯანელიძესთან იყო ის რომ მომისმინა და თავს არ შემომახვია ზოგადი გამზადებული პროტოკოლი, რომელიც სხვა ექიმებს ვერაფრით ვერ გადავაფიქრებინე. ჩემს შემთხვევას მიუდგა როგორც ინდივიდუალურ პაციენტს და არა როგორც ზოგადად ინვიტრო პაციენტს, ინდივიდუალური დოზირებით და მიდგომით. რა თქმა უნდა ყველაფერს წინასწარ ვერ განსაზღვრავ ამიტომ მკურნალობის პროცესში გეგმები შედარებით შეუცვალა, ქალბატონი ნანა ჩემთან ერთად განიცდიდა თითოეულ ცვლილებას და მამხნევებდა რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ იქნებოდა. როგორც იქნდა დიდი ლოდინის და მომზადების მერე გადატანა გავაკეთეთ და მესამე დღეს გამოვფრინდი ჩემს მეორე სამშობლოში იმ იმედით რომ 10 დღეში დადებითი პასუხი მეჭირებოდა ხელში. ეს 10 დღე იყო ყველაზე გრძელი 10 დღე…. მაგრამ უბედნიერესი მეათე დღე. დადებითი პასუხი მეჭირა ხელში და ველოდი შემდეგ ექიმის ვიზიტებს რომ უფრო და უფრო ბედნიერი გავმხდარიყავი.